„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ხვალ ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ 
„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ხვალ ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ 

პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათი“ გაიმართება.

„მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

მინისტრი დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა საშემოდგომო სესიაზე იყო დაგეგმილი და ამ მიზნით ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდა, თუმცა პლენარულ სხდომაზე დროის ამოწურვის გამო, მოსმენა ვერ მოესწრო.