მინი ფეხბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა და ევრო 2022-ს დაემშვიდობა #1TVSPORT
2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი ბესიკ არველაძის გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა და 1/8-ფინალში ტურნირის მასპინძელ გუნდს შეხვდა. პირველ ტაიმში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ნაკრების კართან შექმნილი არეულობით დუშან ძიბელამ ისარგებლა და სლოვაკეთი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა 1:0.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი მიეცა. 31-ე წუთზე ლევან სარდანაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა. 38-ე წუთზე გიორგი ზუნტუროვის შეტევაზე მასპინძლების მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა.
ორ წუთში ოთარ ბერეჩიკიძე დარჩა მეკარესთან მარტო და მანაც არაზუსტად დაარტყა. მორიგი შეტევის დაგვირგვინებას ზუნტუროვი შეეცადა და სლოვაკებს ისევ მეკარემ უშველა.
სლოვაკებმა კი თავისი მომენტით დამატებულ მეორე წუთზე ისარგებლეს. კონტრშეტევაზე ჩვენი კარი ადამ ბომბიჩმა აიღო და მეოთხედფინალში სლოვაკეთი გაიყვანა, საქართველოს ნაკრები კი ტურნირს გამოეთიშა 2:0.