მინი ფეხბურთი | ევრო 2022 - 1/8-ფინალში საქართველო მასპინძელ სლოვაკეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
მინი ფეხბურთი | ევრო 2022 - 1/8-ფინალში საქართველო მასპინძელ სლოვაკეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT

მინი ფეხბურთის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია – ბესიკ არველაძის გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის მასპინძელია.

ჩვენმა ნაკრებმა „ც“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამეადგილოსნებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გავიდა. სლოვაკეთი „ა“ ჯგუფში გამოდიოდა, ბელგია 2:0 დაამარცხა, იტალიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო ბოლო ტურში პოლონეთს 4:0 სძლია 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში აზერბაიჯანისა და ისრაელის ნაკრებებში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში 4-11 ივნისის ჩათვლით იმართება – ევრო 2022-ზე სულ 24 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა და პლეი ოფში არა მხოლოდ პირველ-მეორეადგილოსნები, არამედ, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავიდა. საქართველო კი მესამეადგილსონებში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.

ევრო 2022-ს მერვედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთს დღეს 22:15 საათზე დაუპირისპირდება.