მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება პირველ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

13:40, 15.02.2023

ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან პირველ აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი