„მილუოკი ბაქსი“ მამუკელაშვილის ვიდეოს აქვეყნებს - გაიცანით მამუ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების 22 წლის მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის, „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელია. ახალგაზრდა მოთამაშემ ისტორია უკვე დაწერა, რადგან ის გახდა მე-7 ქართველი კალათბურთელი, რომელიც NBA-ის დრაფტზე აირჩიეს. ამერიკულ მედიაში „სეტონ ჰოლის“ ყოფილ ფორვარდზე უკვე დაიწყებს საუბარი და იმედია მომავალ სეზონში მას სათამაშო წუთები მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო დრაფტზე მეორე წრეში 24-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და შემდეგ „მილუოკიში“ გაუშვა.
„ბაქსი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტებს იხილავთ.
„გაიცანით მამუ“, – წერია პოსტში
სანდრო ახალი გუნდის ფორმას საზაფხულო ლიგის დროს მოირგებს, რომელიც ლას ვეგასში გაიმართება. მასთან ერთად ამ ლიგაში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ბეჟანიშვილი, რომელსაც „დენვერ ნაგეტსი“ დააკვირდება და წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში, კონტრაქტს გაუფორმებს და გოგა ბითაძე, რომელიც „ინდიანა პეისერსის“ საზაფხულო ლიგის შემადგენლობაში მოხვდა.