მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა
მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

ხვალ, ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტ მატჩების ფარგლებში უელსის ეროვნულ გუნდს კარდიფში დაუპირისპირდებიან. მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც ხვალ 75 ათასიან “ფრისიფალითი სთეიდიუმზე” ითამაშებს. ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა კანადელებთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა.

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე,ლევან ჩილაჩავა
მეორე ხაზი:კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე
მესამე ხაზი: ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი, ბექა ბიწაძე
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა,გიორგი კოშაძე, მირიან მოდებაძე, სოსო მათიაშვილი

ერთადერთი ცვლილება გუნდის მარქაფაშია- გიორგი კვესელაძის ნაცვლად მერაბ კვირიკაშვილი იქნება. ასევე რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასეიშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი თხილაიშვილი.

უელსსა და საქართველოს გუნდებს შორის ისტორიული მატჩი ხვალ თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.