მილტონ ჰეიგი - „წინ უნდა ვიაროთ, რათა დამაჯერებლობა შევინარჩუნოთ“ (ვიდეო) | იაპონია 2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 29 სექტემბერს, იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემიონატზე თავის მეორე მატჩს გამართავს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება და ჩვენი გუნდი პირველი ქულების აღებას შეეცდება.

დღეს გუნდმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა, შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„არ გამკვირვებია ურუგვაის გამარჯვება ფიჯისთან. ვინც მატჩი ნახა, დამიდასტურებს, რომ სამხრეთამერიკელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ღირსეულად გაიმარჯვეს. ჩვენ რაც შეგვეხება, ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ უნდა ვიაროთ, იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე დამაჯერებლობა შევინარჩუნოთ. ამ მხრივ, ურუგვაისთან მატჩი ბევრს ნიშნავს. ჩვენ ილუზიებში არა ვართ და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ჰეიგმა.

მატჩი საქართველოსა და ურუგვაის შორის ხვალ, 29 სექტემერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

დატოვე კომენტარი