მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის
მილტონ ჰეიგი სამუშაოდ იაპონურ გრანდში მიდის

მილტონ ჰეიგი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იაპონური ტოპ-ლიგის ერთ-ერთ გრანდ „სანტორი სანგოლიასში“ იმუშავებს, რომელიც იაპონიის ხუთგზის ჩემპიონია. ინფორმაცია კლუბის ოფიცალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. საქართველოს რაგბის კავშირი კი აღნიშნულს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა მილტონ ჰეიგმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2011 წლიდან ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ 2015 წლის მსოფლიო თასზე ორი მატჩის მოგება მოახერხეს.