მილიბენდი – Brexit ბრიტანეთის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება

22:11, 24.11.2017

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა BBC Radio 5-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გამოყოფის საკითხი გაერთიანებული სამეფოს მომავალს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე ეს კონსერვატორებს წარმოუდგენიათ.

ბრექსიტი“ დიდ ბრიტანეთს სავალალო შედეგამდე მიიყვანს, რადგან მის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა დევიდ მილიბენდმა.

მისივე თქმით, ლისაბონის 50-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უფლებამოსილია სურვილის შემთხვევაში დატოვოს გაერთიანება, სრულიად სიმბოლური ხასიათისაა.

ლეიბორისტი დევიდ მილიბენდი დარწმუნებულია, რომ ამ მუხლით ბრექსიტის გამართლება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან სასაცილო და არასერიოზული არგუმენტია.

მსგავსი