„მილანთან“ გამოუყენებელი პენალტის გამო არ წაგვიგია - კვარაცხელიას „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გამოექომაგა #1TVSPORT
„მილანთან“ გამოუყენებელი პენალტის გამო არ წაგვიგია - კვარაცხელიას „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გამოექომაგა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „მილანთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ ბაზაზე, კასტელ ვოლტურნოში გამოჩნდა და თანაგუნდელებს „მილანთან“ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობისთის ბოდიში მოუხადა. ის გუნდის კაპიტანმა გაამხნევა, – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

კვარამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. თანაგუნდელებს „ნაპოლის“ ბაზაზე, კასტელ ვოლტურნოში, გასახდელშიც მოუბოდიშია, მაგრამ მისი თვითკრიტიკულობა ყველამ გააბათილა და თქვეს, რომ გავარდნა ხვიჩას ბრალი არ არის.

„ჩვენ იმიტომ არ გავვარდით, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანე“, – უთხრა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ, რომელმაც მაშინვე ანუგეშა თანაგუნდელი „მილანთან“ დაშვებული შეცდომის გამო.

„მილანთან“ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, შემდეგი მატჩებისთვის თავდაჯერებულობა და პოზიტივი მაინც არსებობს. ნეაპოლელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ქულები „სკუდეტოს“ მოსაგებად, რომელიც, 33 წელია, გუნდს არ მოუპოვებია“, – წერს იტალიური გამოცემა.