მილანში თურქეთის სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეტაკება მოხდა
მილანში თურქეთის სამხედრო ოპერაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეტაკება მოხდა. აქცია თურქეთის საკონსულოს შენობასთან გაიმართა. დემონსტრანტებმა პოლიციას სხვადასხვა საგნები და ბოსტნეული ესროლეს.
აქციის მონაწილეები თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებულ ოპერაციას აპროტესტებდნენ და ქურთების დაცვას მოითხოვდნენ. მომიტინგეთა ნაწილი სამართალდამცავების კორდონის გარღვევას შეეცადა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი 30 კილომეტრის სიღრმის ე.წ. უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაა.
სამხედრო ოპერაცია თავდაპირველად 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვიზიტის შემდეგ შეჩერდა, შემდეგ კი 22 ოქტომბერს სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სამხედრო მოქმედებების კიდევ 150 საათით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.