„მილანში“ მფლობელი შეიცვალა – გარიგების თანხა 1.2 მილიარდი ევროა #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონმა „მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მფლობელის ცვლილების შესახებ.
ამერიკული საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners მოელაპარაკა Elliott Advisors UK Limited-ს კლუბის შეძენის შესახებ და დაასრულა ეს პროცედურა.
გარიგება შეფასებულია 1.2 მილიარდ ევროდ. ამასთან, Elliott შეინარჩუნებს მცირე ქონებრივ ინტერესს და ადგილს დირექტორთა საბჭოში.
RedBird Capital Partners – ეს არის კომპანია Fenway Sports Group-ის ინვესტორი, რომელიც ფლობს „ლივერპულს“ და ბეისბოლის კლუბს „ბოსტონ რედ სოქსს“. ასევე RedBird-ს ეკუთვნის „ტულუზას“ აქციათა საკონტროლო პაკეტი.