„მილანმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში სტუმრად 2:1 დაამარცხა „სპეცია“ და ჩემპიონატის ლიდერი გახდა.
ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. პირველად „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟი დანიელ მალდინი. სწორედ მან გახსნა შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე.
დანიელ მალდინიმ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა მამის პაოლო მალდინის ბოლო გოლიდან 13 წლისა და 179 დღის და ბაბუის ჩეზარე მალდინის ბოლო გოლიდან 60 წლისა და 22 დღის შემდეგ.
„სპეციამ“ მე-80 წუთზე ვერდეს გოლით გაათანაბრა, მაგრამ ბრაიმ დიასმა 86-ე წუთზე „მილანს“ გამარჯვება მოუტანა.
„მილანს“ პირველ ექვს ტურში 16 ქულა აქვს – მესამედ კლუბის ისტორიაში.