„მილანმა“ ზვონიმირ ბობანი დირექტორობიდან დაითხოვა
„მილანმა“ ზვონიმირ ბობანი დირექტორობიდან დაითხოვა

„მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის დირექტორის თანამდებობიდან ზვონიმირ ბობანი გაათავისუფლა.

უფრო ადრე, ხორვატმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება კლუბის გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის საქციელზე, რომელმაც „მილანის“ სხვა ხელმძღვანელები გერმანელ მწვრთნელთან, რალფ რანგნიკთან მოლაპარაკებების შესახებ არ გააფრთხილა.

იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ რანგნიკი ახლოს არის ზაფხულში „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან. ამასთან, შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ, გერმანელი სრულ უფლებამოსილებას მიიღებს.

51 წლის ბობანმა „მილანში“ მხოლოდ ცხრა თვე იმუშავა. სწორედ ის და მეორე დირექტორი პაოლო მალდინი აგებდნენ პასუხს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლოს გათავისუფლებასა და მის ადგილას სტეფანო პიოლის მიყვანაზე.