„მილანმა“ შეიძლება სტეფანო პიოლი დაითხოვოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერ გავა #1TVSPORT
სტეფანო პიოლიმ შეიძლება „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
გაზეთ La Repubblica-ს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტის მომავალი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
წერენ, რომ მხოლოდ სერია A-ს ტოპ ოთხეულში მოხვედრა „მილანის“ ხელმძღვანელობას არ დააკმაყოფილებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ „მილანი“ ბოლო ადგილზეა ორი ქულით და არცერთი გატანილი გოლით.