„მილანის“ ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოგლუ ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს თავის ამჟამინდელ კლუბთან. ორივე მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
იტალიური პრესის ცნობით, 26 წლის თურქი წელიწადში 6 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.
ჰაქანის მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ის „მილანში“ 2017 წლის ივლისიდან თამაშობს.
გასულ სეზონში ჩალჰანოგლუმ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მილანი“ თურქ ფეხბურთელს 2024 წლამდე შესთავაზებს ხელშეკრულებას.