„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი აზერბაიჯანში გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT
ცნობილი იაპონელი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადავიდა სათამაშოდ.
34 წლის ნახევარმცველი ბაქოს „ნეფთჩიში“ იყო სინჯებზე. კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ უკვე გააფორმა ჰონდასთან კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
კეისუკე ჰონდა ცნობილია „მილანში“ თამაშით. გარდა ამისა, მას ის გამოდიოდა ბრაზილიის „ბოტაფოგოში“, მექსიკის „პაჩუკასა“ და ავსტრალიის „მელბურნში“.