„მილანის“ ორმა ძირითადმა ფეხბურთელმა – მცველმა ტეო ერნანდესმა და ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოგლუმ დადებითი ტესტი ჩააბარეს კორონავირუსზე, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
ფეხბურთელებს არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ სასწრაფოდ გადაიყვანეს კარანტინში. დანარჩენი ფეხბურთელები და კლუბის პერსონალი კორონავირუსზე მოქმედ სამედიცინო პროტოკოლს დაიცავენ.
26 წლის ჩალჰანოგლუმ ამ სეზონში 17 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა. ერანანდესის ანგარიშზე 15 მატჩში ოთხი გოლი და სამი გადაცემაა.