„მილანის“ მეკარე, შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ევერტონი“ დაინტერესებულები არიან, რომ ჯანლუიჯი დონარუმა საკუთარ გუნდში იხილონ, – იუწყება Goal.com.
წყაროს ინფორმაციით, დონარუმას შეძენა „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურს.
Transfermarkt.com მილანელთა მეკარეს 55 მილიონ ევროდ აფასებს.