„მილანის“ მეკარით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული
„მილანის“ მეკარით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული

„მილანის“ მეკარე, შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ევერტონი“ დაინტერესებულები არიან, რომ ჯანლუიჯი დონარუმა საკუთარ გუნდში იხილონ, – იუწყება Goal.com.

წყაროს ინფორმაციით, დონარუმას შეძენა „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურს.

Transfermarkt.com მილანელთა მეკარეს 55 მილიონ ევროდ აფასებს.