„მილანის“ ფრანგი მეკარე მაიკ მენიანი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.
იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის კარის დარაჯი ფეხის დაზიანების გამო იანვრამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
მენიანმა სექტემბერში მიიღო ტრავმა ერთა ლიგაზე ავსტრიასთან მატჩის დროს. აღდგენითი პროცესის გავლის შემდეგ, ფრანგმა „მილანში“ ერთ-ერთი ვარჯიშისას ისევ იგრძნო ტკივილი.
მიმდინარე სეზონში მენიანმა სერია A-ში შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც რვა გოლი გაუშვა.