„მილანის“ ახალ მწვრთნელად პიოლი დაინიშნება
„მილანის“ ახალ მწვრთნელად პიოლი დაინიშნება

სტეფანო პიოლი ​ „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, – ამტკიცებენ წამყვანი იტალიელი ჟურნალისტები, მათ შორის, ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო.

8 ოქტომბერს, მარკო ჯამპაოლოს პოსტიდან დაითხოვენ და პიოლი მის ადგილს დაიკავებს. თავდაპირველად, „მილანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფავორიტად „ინტერის“ ყოფილი დამრიგებელი, ლუჩანო სპალეტი მიიჩნეოდა, მაგრამ ეს სპეციალისტი გათავსუფლების შემდეგაც იღებს ამ კლუბში ხელფასს და  „ინტერ“ ვერც კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა.

ასე რომ, „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება პიოლი, რომელიც „ფიორენტინადან“ აპრილში დაითხოვეს, როცა გუნდი მეათე ადგილზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ჯამპაოლოს, მან „მილანი“ 2019 წლის ივნისში ჩაიბარა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. 52 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „როსონერიმ“ შვიდ ტურში ცხრა ქულა დააგროვა და სერია A-ს ცხრილში მეათე ადგილზეა .