დღეს, გენუაში იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ჯენოა“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ორმხრივი შეტევებით, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ტაიმში უკეთესად „მილანი“ გამოიყურებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.72-ე წუთზე ბორინიმ ანგარიში გახსნა, ხოლო თამაშის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე სუსომ საბოლოო ანგარიში დააფქსირა. ამ მოგებით მილანური გრანდი მეოთხე ადგილზე დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.