„მილანი“ ოთხეულში დაბრუნდა

21:35, 21.01.2019
GENOA, ITALY - JANUARY 21: Milan players celebrate after score Fabio Borini during the Serie A match between Genoa CFC and AC Milan at Stadio Luigi Ferraris on January 21, 2019 in Genoa, Italy. (Photo by Paolo Rattini/Getty Images)

დღეს, გენუაში იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ჯენოა“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ორმხრივი შეტევებით, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ტაიმში უკეთესად „მილანი“ გამოიყურებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.72-ე წუთზე ბორინიმ ანგარიში გახსნა, ხოლო თამაშის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე სუსომ საბოლოო ანგარიში დააფქსირა. ამ მოგებით მილანური გრანდი მეოთხე ადგილზე დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.

მსგავსი