მიხიალ პოდოლიაკი - ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის „უფლებას“, დარჩეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს კატეგორიულად დაუშვებელია
მიხიალ პოდოლიაკი - ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის „უფლებას“, დარჩეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს კატეგორიულად დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას უკრაინაში ზავის გამოცხადების შესახებ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხიალ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„კიდევ ერთხელ პუნქტების მიხედვით: ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის „უფლებას“, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კატეგორიულად დაუშვებელია. უკრაინას აქვს უფლება, გადააადგილოს ჯარები და ტექნიკა თავის ტერიტორიაზე ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. უცნაური „მშვიდობისმყოფელები“ კომიკურად გამოიყურებიან“, – წერს პოდოლიაკი.

დღეს, ბელარუსის მოსახლეობისა და პარლამენტისადმი მიმართვისას ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივა გამოთქვა ორივე მხრიდან ძალებისა და ტექნიკის გადაადგილებისა და გადაჯგუფების უფლების გარეშე.