მიხეილ ყაველაშვილს სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებს, მზად ვარ მის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად“
მიხეილ ყაველაშვილს სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებს, მზად ვარ მის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად“

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში სი ძინპინი ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად ერთობლივი მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მინდა, პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გულითადი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ.

ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები არიან, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი ასევე კარგი პარტნიორები არიან, რომლებიც თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე თანამშრომლობენ. ამჟამად ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას იკრებს, პოლიტიკური კავშირები კვლავაც ძლიერდება, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს, ხოლო მრავალმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო ნაყოფიერი ხდება. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად – ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ. საქართველოს – კეთილდღეობას, ხოლო მის ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მისალოც წერილში.