მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

17:50, 16.04.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია და დიპლომატებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიის მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მათ მნიშვნელოვან და საპატიო საქმიანობაში.

მსგავსი