მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებას, მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას
მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებას, მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, მოუთმენლად ელოდება კაროლ ნავროცკისთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც, გისურვებთ, დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენ შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.