მიხეილ ყაველაშვილი - ვერ დამისახელებთ ვერცერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ, ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი - ვერ დამისახელებთ ვერცერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ, ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ვერ დაასახელებენ ვერცერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ.

„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის, რაც ხდებოდა – პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, „მოლოტოვის კოქტეილები“, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ამის საპირწონედ ხდება. ვერ დამისახელებთ ვერცერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.

„თვითონ ევროკავშირში ამ აქტთან დაკავშირებითაც უფრო მეტმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. საზოგადოებას შეუძლია, მარტივად ნახოს ეს ქვეყნები. ეს ქვეყნები ხომ ევროპის ქვეყნებია, ეს ქვეყნები ხომ უნდა განიხილო, როგორც შენი პარტნიორი, ესე იგი, ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გააგრძელო და დაამყარო.

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციამ შეაფასა, რომ ძალადობა მიუღებელია. ორჯერ ორი ოთხია, ძალადობა მიუღებელია, რაც ვერ დავაცდენინეთ ევროკავშირის ელჩს, მაგრამ მიზეზები ხომ ვიცით, რატომ არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ერთი ძალა იყო ამისთვის მოტივირებული, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით დაემხოთ და გვახსოვს ჩვენ სხვადასხვა ევროპელი ლიდერის გულშემატკივრობა, 4 ოქტომბერზე მაქვს საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი ნათელია, ჩვენ არ ვჩერდებით, მუდმივად მზად ვართ, როგორც ამ პრეზიდენტთან, ამ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე ვართ მზად ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა და ვაგრძელებთ კიდევაც. ჩვენ გვყავს მხარდამჭერები, ვინც ამ სიმართლეს აღიარებენ, ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს და საუბრობენ. კიდევ მეტი გულშემატკივარიც გაჩნდება, თუ ჯანსაღი პროცესი უნდათ, რომ განვითარდეს ევროკავშირში, მაგრამ თუ ეს ძალა შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ამდაგვარი, ამ სამარცხვინო რეზოლუციებით, სამარცხვინო ფეიკნიუსებით და შეთითხნილი აქტებით უნდათ მოქმედება, ამას ხომ მსოფლიო საზოგადოებაც ხედავს, ეს უკვე ჩვენი შეფასება აღარ არის. ჩვენს შეფასებებს გადაასწრო, მაგალითად, აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებებმა, პირდაპირ სტრატეგიულ აქტში ჩაწერეს, თუ ევროპა ასე გააგრძელებს, ევროპას ემუქრება განადგურება და ეს განადგურება რის საპასუხოდ არის? ზუსტად ასეთი ქმედებების, ასეთი სამარცხვინო, უპასუხისმგებლო ხალხის ქმედებების, რომლებიც ევროპის სახელით ამ ქმედებებს ჩადიან. აი, ეს უქადის ევროპას დაღუპვას, ეს ხალხი ერთად არიან და ჩვენ არ ჩავყვებით ამ ევროპის დაღუპვას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.