მიხეილ ყაველაშვილი - თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ, მჯერა, ეს იქნება ეროვნული ინტერესების გაძლიერების ოთხი წელი
პრეზიდენტის ახალი წესით ჩატარებული არჩევნების შემდგომ საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, რვა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობამ მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება შესძინა.
„პრეზიდენტის ახალი წესით ჩატარებული არჩევნების შემდგომ საქართველო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, თითოეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ. მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაძლიერების ოთხი წელიწადი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.