მიხეილ ყაველაშვილი - ნიკა მელიას მოტივია, გამოიწვიოს პოლიტიკური ვნებათაღელვა
მიხეილ ყაველაშვილი - ნიკა მელიას მოტივია, გამოიწვიოს პოლიტიკური ვნებათაღელვა

ნიკა მელიას მოქმედების მოტივია, პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოინდომა, პროტესტი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. თუმცა, როგორც ყაველაშვილი ამბობს, ამას ვერ შეძლებენ, რადგან სიმართლეს ვერც ერთი ძალა ვერ ეწინააღმდეგება.

„თუ იმას ამბობს, რომ სახელმწიფო დევნის, თითქოს, ბრალდება შეუთითხნეს და ა.შ. სასამართლო ჩატარდა და ყველამ ნახა, მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ როგორ მოუწოდებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გაუვათ, რადგან სიმართლეს ვერც ერთი ძალა ვერ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.