მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

19:19, 21.07.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

„ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქალბატონ ნანის ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას“, – ნათქვამია ყაველაშვილის მილოცვაში.

მსგავსი