მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

15:06, 03.11.2026

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად წირვას ესწრებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700-ე წელს შესრულდა.

მსგავსი