მიხეილ ყაველაშვილი ხათუნა სამნიძეს - სიცრუეს ტირაჟირებთ, სიმართლეს ვერ გაექცევით
მიხეილ ყაველაშვილი ხათუნა სამნიძეს - სიცრუეს ტირაჟირებთ, სიმართლეს ვერ გაექცევით

​პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე კამათი იყოს.

მიხეილ ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა და უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრისგან ძალადობის წახალისების არც ერთი ფაქტი არ არსებობს.

„მაჩვენეთ წახალისების ერთი ფაქტი პრემიერისგან, ეს არის სიცრუე, რასაც თქვენ ტირაჟირებთ ახლა და საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ძალიან კარგად მოვუსმინე და ვერც ერთ „ქართული ოცნების“ წევრს ვერ დამისახელებთ, ვინც სათანადოდ არ შეაფასა, არ დაგმო და სათანადო შეფასება არ გააკეთა ამ მოვლენებთან დაკავშირებით. დღესაც გამოხვედით და არჩეულ პრემიერ-მინისტრზე იძახით რომ მან წაახალისა, დამისახელეთ ერთი ფაქტი ვის მოუწოდა? ეს თქვენი აღქმებია, რომლითაც შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება. სიმართლის დადგენა ჩვენს ინტერესშია, ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ხელისუფლება დაზარალდა და თქვენს ინტერესში სიმართლის დადგენა არ არის. სიცრუეზე აკეთებთ ინტერპრეტაციებს. თუ არასათანადოდ ჩატარდება გამოძიება, მერე გაქვთ უფლება. გამოძიების გარეშე როგორ უნდა დაადგინოთ სიმართლე? რომ გამოდიხართ და პირდაპირ იძახით „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ეს ჟურნალისტიო, სიმართლეა? სიცრუეს ტირაჟირებთ, სიმართლეს ვერ გაექცევით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ყაველაშვილს უთხრა, რომ ნორმალური არ არის, როდესაც ექსპერტიზის პასუხამდე, გამოძიება რაღაც საკითხებზე საუბრობს.

„რა გამოძიებაზე მელაპარაკებით, გამოძიება არსებობს ამ ქვეყანაში თქვენი აზრით? სანამ ექსპერტიზის პასუხები იქნება, რომ გამოდის თქვენი პროკურატურა და რაღაც ნარკოტიკებზე ლაპარაკობს, ნორმალური გგონიათ?კადრებს აჩვენებთ, ნორმალური გგონიათ?გამოძიების გარეშე პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება ნორმალური გგონიათ? სიკვდილის მერეც რომ ადამიანს არ აფასებთ?, – მიმართა სამნიძემ ყაველაშვილს.