მიხეილ ყაველაშვილი – გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე და ურყევია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე და ურყევია – გულწრფელად გისურვებთ მდგრად მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
On behalf of the 🇬🇪 people and myself, I convey my warmest congratulations to the people of 🇺🇦 on the occasion of Independence Day.
We stand in unwavering solidarity with the Ukrainian nation and extend heartfelt wishes for lasting peace, prosperity and enduring progress.
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) August 24, 2025