მიხეილ ყაველაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს და მეგობარ თურქ ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია ყაველაშვილის სამძიმრის წერილში.
თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა 51. კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.