მიხეილ ყაველაშვილი - 26 ოქტომბერს საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა, განვითარება, სარწმუნოების დაცვა, სურთ თუ არა არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, პატივი სცენ ამ არჩევანს
26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნათელი დადასტურება, სად დგას ქართველი ხალხი, რას იცავს და რას ნიშნავს მისთვის საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს მოუწევთ, პატივი სცენ უმრავლესობის არჩევანს.
„ამ დღეს ქართულმა საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, სარწმუნოების, ოჯახისა და ღირსების დაცვა; უარი უთხრა ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას. სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.