მიხეილ სარჯველაძის ნაცვლად, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე გახდა 
მიხეილ სარჯველაძის ნაცვლად, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე გახდა 

საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ დღეიდან ახალი წევრი ჰყავს. საქართველოს პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლედ იმედა ნიკურაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლის, იმედა ნიკურაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ კენჭი უყარეს და 89 ხმით დაამტკიცეს.

ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.