მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა კვლავ მოსალოდნელია
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა კვლავ მოსალოდნელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ტენდენცია იმ მიმართულებით, რომ ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული აზრი და კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნას, მოსალოდნელია.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პარტიის დატოვების მსგავსი რამ ალბათ გაგრძელდება“.

„გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება ბოლო არ იქნება, როცა რაღაც გადაჯგუფებები შეიძლება ვნახოთ და განსხვავებული მოსაზრებები იქნება. რეალურად, ოპოზიციაში არ არის ნამდვილი, სწორი და სიმართლის ხაზი, რომელსაც ისინი მისდევენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.