მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების პრეტენზიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების პრეტენზიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების პრეტენზიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

„საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა წარიმართა და ისეთი დოკუმენტი შედგა, რომლის შედეგადაც, ბევრი კრიტიკის მიზეზი აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიცია გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს, მათ შორის ის პარტიებიც, რომლებსაც შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და ჩაერთონ ამ კანონშემოქმედებით საქმიანობაში. მათი პრეტენზიები უშინაარსოა, ვინაიდან ვერ ხსნიან, რაში გამოიხატება მათი პრეტენზია უშუალოდ კანონპროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, რატომ ხედავენ მოსალოდნელ რისკებს გაყალბებასთან დაკავშირებით. მაგალითად,  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებიდან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიდრე უშუალოდ მათ არ ექნებათ გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, მათთვის არც ერთი სხვა ვარიანტი მისაღები არ არის. ეს როგორც ჩანს, განპირობებულია მათივე ხედვით, რომ რეალურად, არჩევნებით რაიმე დიდი წარმატების მოლოდინი ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ჩანს მიზეზი ეს არის“, – განაცხადა სარჯველაძემ.