მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხს პროკურატურა იძიებს და ამ ეტაპზე ნაადრევია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხს პროკურატურა იძიებს და ამ ეტაპზე ნაადრევია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხს გენერალური პროკურატურა იკვლევს და ამ ეტაპზე ნაადრევია საგამოძიებო კომისიის მიერ ამ საკითხის შესწავლაზე საუბარი.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

„საგამოძიებო კომისია ცოტა სხვა შემთხვევების არსებობისას გამოსაყენებელი ინსტრუმენტია. ამჯერად სახეზე რა მოცემულობაც გვაქვს, არ მგონია, დროებითი საგამოძიებო კომისიის საშუალებით გამოკვლევას იმსახურებდეს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეს უნდა იყოს სისტემურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემა, რასთან მიმართებაშიც გამართლებული იქნებოდა კომისიის შექმნა”, – განაცხადა სარჯველაძემ