მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა

10:38, 05.01.2025

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია – ამ მიზნით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რომლებიც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა სამედიცინო პერსონალსაც და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მსგავსი