მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს 8 მარტი მიულოცა
მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს 8 მარტი მიულოცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰემატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.