მიხეილ სარჯველაძე - შარლ მიშელის დოკუმენტი არ ამბობს, სასამართლოს პარალიზება მოახდინეთ და საერთოდ გაჩერდით, ვიდრე ოპოზიცია არ გეტყვით, დაიძარითო
მიხეილ სარჯველაძე - შარლ მიშელის დოკუმენტი არ ამბობს, სასამართლოს პარალიზება მოახდინეთ და საერთოდ გაჩერდით, ვიდრე ოპოზიცია არ გეტყვით, დაიძარითო

ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ცდილობს, ინდივიდუალური მოსამართლის გათავისუფლებაზე ისაუბროს, რაც ფუნდამენტური შეცდომაა. ეს მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინებას, რაც დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მიერ გამოითქმებოდა შენიშვნები, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას უკავშირდებოდა და ამ თვალსაზრისით, რეფორმა უკვე განხორციელებულია.

„შარლ მიშელის დოკუმენტში ნათლად და მკაფიოდ არის აღნიშნული, რა კონკრეტული შედეგი რომელ მიზეზს უკავშირდება. საუბარია რეფორმაზე იმ მიმართულებით, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოითქმებოდა შენიშვნები. ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას უკავშირდებოდა. ამ თვალსაზრისით, რეფორმა უკვე განხორციელებულია და მანამდე, ლოგიკურად გამართლებული იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება. ახლა, როცა ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, ამის გაჩერებისა და დაყოვნების არავითარი საჭიროება არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტი არ ამბობს, რომ სასამართლოს პარალიზება მოახდინეთ და საერთოდ გაჩერდით, სანამ ოპოზიცია არ გეტყვით, დაიძარითო. რელევანტური რეფორმები უკვე განხორციელებულია, ის, რაც განაპირობებდა, რომ შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი