მიხეილ სარჯველაძე - ზელენსკიმ რაც განაცხადა, რბილად რომ  ვთქვათ, არ არის სწორი და მართებული შეფასება
მიხეილ სარჯველაძე - ზელენსკიმ რაც განაცხადა, რბილად რომ  ვთქვათ, არ არის სწორი და მართებული შეფასება

ზელენსკიმ რაც განაცხადა, რბილად რომ  ვთქვათ, არ არის სწორი და მართებული შეფასება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, ზელენსკი რა ინფორმაციას ფლობს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რამდენად პრიორიტეტულია მისთვის ეს საკითხი. ის, რაც ზელენსკიმ განაცხადა, არ არის სწორი და მართებული შეფასება. ამას რბილად ვამბობ იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა და რამდენად მკაცრი პასუხი შეიძლება, გაეცეს მის ხელმძღვანელს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადების მოტივაციას, სარჯველაძის თქმით, შეიძლება, უკრაინის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას უნებლიეთაც აკეთებდეს.

„მაგრამ, სამწუხაროდ, იყო საუბარი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ, პოლიტიკურად მიკერძოებული მხარდაჭერა გამოხატონ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.