მიხეილ სარჯველაძე - არც ერთი პირის მონაცემი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, საარჩევნო სიაში არ ყოფილა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად ეს საკმარისია
მიხეილ სარჯველაძე - არც ერთი პირის მონაცემი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, საარჩევნო სიაში არ ყოფილა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად ეს საკმარისია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პირადობის მოწმობები, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ დიდი ხნის წინ არის გაცემული და გარდაცვლილ პირებს ეკუთვნით.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ეს პირადობის მოწმობა, რომელიც აღმოჩენილი იყო, ძალიან ბევრი წლით ადრეა გაცემული და გარდაცვლილ პირებს ეკუთვნით. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, არც ერთი ამ მონაცემის შესაბამისი პირი საარჩევნო სიაში შეყვანილი არ ყოფილა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად აბსოლუტურად საკმარისია, იმის შესახებ თუ ეს გავრცელებული ინფორმაცია რას წარმოადგენს. ეს ყველაფერი შეიძლება ბევრ რამეზე მიანიშნებდეს, მაგრამ გამორიცხავს ეჭვს, რომ პირადობის მოწმობა საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებოდეს. ეს უბრალოდ გამორიცხულია.  დღეს საქართველოში, რამოდენიმე წელია, რაც პირადობის მოწმობის მსგავსი პრაქტიკა საერთოდ გამორიცხულია “, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. ასკურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

დატოვე კომენტარი