მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება
მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება

დაახლოებით 800 ადამიანი იქნება, თავისუფლება აღკვეთილი პირი, ვისაც უშუალოდ შეეხება ამნისტია, გათავისულდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან, – ამის შესხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „მათგან არის 60 ქალბატონი, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს“.

„ვნახოთ, დისკუსიის შედეგი როგორი იქნება და შესაძლებლობას თუ ვნახავთ, რომ გაფართოვდეს რიცხვი იმ დანაშაულების, ვისაც შეიძლება შეეხოს ამნისტიის პირობები და შეღავათები. პენიტენციალურ დაწესებულებათა მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება, რადგან სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ეს შეეხებათ პირობით მსჯავრდებულებს, ვინც გარეთ იმყოფებიან, თუმცა მათ მიმართ კონტროლის მექანიზმები რაც არსებობს, შეუმსუბუქდებათ და ესეც იქნება შეღავათები“, – განაცხადა სარჯველაძემ.