მიხეილ სარჯველაძე – ვფიქრობ, სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სასიკეთო, ვისი უფლებებიც დაირღვა, ჩემი მოლოდინი დადებითია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ხვალინდელი სხდომა საქართველოსთვის დადებითად გადაწყდება.
სარჯველაძის თქმით, „გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის სასიკეთო, ვისი უფლებებიც დაირღვა“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ცნობილია ვისკენ არის სიმართლე ობიექტურად და თუ რა მაღალი კვალიფიკაციისა სტრასბურგის სასამართლო, ეს ორი ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის სასიკეთო, ვისი უფლებებიც დაირღვა. ჩემი მოლოდინი დადებითია, თუმცა გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.