მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ყველა შემთხვევაში აისახება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ყველა შემთხვევაში აისახება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ცალკეულ საკითხებზე იყო საუბარი, რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ტექსტი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ელოდება, რომ ულტიმატუმებზე საუბარი აღარ იქნება.

„საუბარი იყო ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირობებთან დაკავშირებით ისე არ არის მდგომარეობა, როგორც მის წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს. არ შემიძლია, წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება ტექსტი, რომელზეც საუბრობს ბატონი დანიელსონი, მაგრამ ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ ყველა შემთხვევაში აისახება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.