მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ჯიმ რიშის განცხადება არის მოწოდება, რომ საქართველომ ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა გააგრძელოს, მათ შორის სამართლის განმტკიცებაზე
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ჯიმ რიშის განცხადება არის მოწოდება, რომ საქართველომ ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა გააგრძელოს, მათ შორის სამართლის განმტკიცებაზე

შესაძლებლობა გვაქვს, გონიერი ადამიანები დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, სამართლის უზენაესობას ქვეყანაში აქვს პრობლემები თუ – არა. მგონია, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცების საქმე ამ ფორმატში უნდა განვიხილოთ და არა იმაზე მსჯელობით, სესხის აღება რეკომენდირებულია თუ არა საქართველოსთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, სარჯველაძე ფიქრობს, რომ მისი განცხადება არის მოწოდება ქვეყნის მიმართ, რომ  საქართველომ ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა გააგრძელოს, მათ შორის სამართლის მეტად განმტკიცებაზე.

„არ მგონია, რომ ასე უნდა მოხდეს იმ განცხადებების ინტერპრირება, რასაც სესხის აღებისგან თავშეკავებაზე ვისმენთ, თითქოს, ეს არის რეფორმებიდან გადახვევა და ა.შ. რატომ შეიძლება, კანონის უზენაესობა და სესხის აღება ერთმანეთთან კავშირში იყოს? შესაძლებლობა გვაქვს, გონიერი ადამიანები დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, სამართლის უზენაესობას ქვეყანაში აქვს პრობლემები თუ – არა. თუ აქვს, მაშინ როგორ უნდა გადაიჭრას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მგონია, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცების საქმე ამ ფორმატში უნდა განვიხილოთ და არა იმაზე მსჯელობით, სესხის აღება რეკომენდირებულია თუ არა საქართველოსთვის. ვფიქრობ, ჯიმ რიშის განცხადება არის მოწოდება ქვეყნის მიმართ, რასაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა უნდა გააგრძელოს, მათ შორის სამართლის მეტად განმტკიცებაზე, ამის შედეგად ის რეფორმები მოიტანს, რაც დაგეგმილია და განხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.